გვარდიოლა და კოშტა ისევ ერთად? სიტი მიმზიდველ წინადადებას ამზადებს
Aa
Aa

გვარდიოლა და კოშტა ისევ ერთად? სიტი მიმზიდველ წინადადებას ამზადებს

პეპ გვარდიოლა თავისი ყოფილი მოთამაშის დუგლას კოშტას გაფორმას შეეცდება. Tuttosport-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ფლანგზე ახალი შემტევის შეძენას გეგმავს და ნომერ პირველი არჩევანი სწორედ ბრაზილიელია.

წყაროს ცნობით, „ქალაქელები“ 29 წლის გარემარბის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ, რაც სავარაუდოდ ტურინელებს დააკმაყოფილებს.

კოშტას „იუვეში“ მეორეხარისხოვანი როლი აქვს და თამაში ხშირად როტაციაში უწევს, თუმცა „სიტიში“ არსებული კონკურენციის გამო შესაძლოა დიდი სათამაშო დრო არც იქ ჰქონდეს.

ლეროი სანეს გაყიდვის შემდეგ, არის საუბრები ბერნარდო სილვას შესაძლო წასვლაზეც, რადგან პორტუგალიელს იმდენი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

სტერლინგი, მაჰრეზი, სილვა და შესაძლოა კოშტაც - პეპ გვარდიოლას ფლანგებზე რამდენიმე მაღალი დონის შემსრულებლის ყოლა ყოველთვის მოსწონდა და როგორც ჩანს, 2020-2021 წლების სეზონიდანაც ასე იქნება.

შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბაიერნში“ 2015-2016 წლების სეზონში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები