Aa
Aa

"იმედია ბარსელონასთან მატჩამდე ასე მივალთ", - გატუზო ოპტიმისტურადაა განწყობილი

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თავისი გუნდით ამაყობს და ჩეპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩისთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა.

მას შემდეგ, რაც სეზონი განახლდა ყველაფერი რიგზე გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრამდე ასე წარმატებით მივალთ.

ამ დროის მანძილზე გუნდმა ბევრი რამ ისწავლა. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონია, ყოველ სამ დღეში მატჩი გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა ჩემი გუნდით ვამაყობ.

ბოლო შეხვედრებში საგოლე მომენტებს საკმაო რაოდენობით ვქმნით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ. იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე ამ ასპექტს გამოვასწორებთ.

რაც შეეხება მერტენსის ტრავმას, მან დრიბლინგის დროს უბრალოდ დისკომფორტი იგრძნო და გადავწყვიტეთ შეგვეცვალა. იმედია მას სერიოზული არაფერი სჭირს“.

„ნაპოლი“ 56 ქულით სერია ა-ში მე-6 პოზიციას იკავებს და ევროპა ლიგის საგზურისთვის „რომასა“ და „მილანს“ ებრძვის. ნეაპოლელებმა ბოლო ტურში „უდინეზეს“ 2:1 სძლიეს და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები