მესი პელეს ისტორიულ რეკორდს უახლოვდება
Aa
Aa

მესი პელეს ისტორიულ რეკორდს უახლოვდება

ლეო მესიმ ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესს“ დუბლი შეუსრულა და პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა, რის შემდეგაც რამდენიმე ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა.

„ლა პულგას“ ამ მომენტისთვის „ბარსას“ რიგებში 633 გოლი აქვს გატანილი და ის ლეგენდარული პელეს ისტორიული რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტომ „სანტოსის“ რიგებში 643 გოლის გატანა შეძლო, რაც დღემდე ერთი კლუბის მაისურით დაფიქსირებულ შედეგებში პირველია.

ამრიგად, მესი 11 გოლის გატანის შემთხვევაში ამ რეკორდის ავტორიც გახდება და თავის მდიდარ კოლექციას კიდევ ერთ სოლიდურ მიღწევას შემატებს.

ლალიგის ბოლო მატჩში დუბლმა და საგოლე გადაცემამ მესის კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარებინა. კერძოდ, არგენტინელმა ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში 25 + გოლის გატანა შეძლო. ლეომ ასევე დაამხო ჩავის რეკორდი და საგოლე გადაცემებში ესპანელ მაესტროს გადაუსწრო. „ლა პულგამ“ თანაგუნდელებს ლა ლიგაში 21-ჯერ გაატანინა.

მესიმ ტიერი ანრის მიღწევაც გააუმჯობესა, რომელმაც 2002-03 წლების სეზონში პრემიერლიგაში 24 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მესიმ კი სეზონი 25 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით დაასრულა.

არგენტინელმა ლა ლიგის ბომბარდირის პიჩიჩის პრიზი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. "ლა პულგამ" ტელმო სარას გაასწრო, რომელიც 1945-1953 წლებში საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები