ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი ზურაბ ზვიადაური ახმეტაში დაჭრეს. ინფორმაციას ''იმედინიუსი'' ავრცელებს.

წყაროს ცნობით 39 წლის ვეტერანი სპორტმენი ამჟამად ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

1tv.ge-ს ცნობით მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული. ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

შეგახსენებთ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ზვიადაური გარკვეული პერიოდით პოლიტიკაში წავიდა. 2012 წელს ქართული ოცნებიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები