დილას დრამატული გამარჯვება თბილისის დინამოსთან
Aa
Aa

დილას დრამატული გამარჯვება თბილისის დინამოსთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის ''დინამო'' შინ გორის ''დილასთან'' 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გიორგი ნემსაძის გუნდმა 0:1 მოიგო. გორის ''დილას'' მხრიდან ანგარიში გიორგი ლაცაბიძის პასის შემდეგ ნიკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც კობოურს დაასწრო და ახლო მანძილიდან შეაგდო. 19 წლის გაგნიძემ მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი შეაგდო, ''დინამოს'' გარდა თბილისის ''მერანთან'' მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი.

63-ე წუთზე გორის ''დილა'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან ბუღრიძის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

68-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, ბუღრიძის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი კუციამ ანგარიშში ასახა.

მატჩი საკმაოდ დრამატული გამოვიდა, მეორე დამატებულ წუთზე სპანდერაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმა კოვტალიუკის გამარჯვების გოლით დასრულდა.

6 ტურის შემდეგ გორის ''დილა'' 14 ქულით პირველ ადგილზეა, ბათუმის ''დინამო'' 10 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო თბილისის ''დინამო'' 9 ქულით მესამეა.

მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება, გიორგი ნემსაძის გუნდი გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლებს. დაპირისპირება 26 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები