ზაზას სასტარტო და განადგურებული “კლიპერსი”
Aa
Aa

ზაზას სასტარტო და განადგურებული “კლიპერსი”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო მატჩში ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლიპერსი” 120:75 გაანადგურა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი და 52 წამი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 1 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო, თამაშიდან კი ბურთი არ უსვრია. “გოლდენ სტეიტში” ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, რომ როგორც ჩანს ზაზას ამ გუნდში ქულების დაგროვება არ ევალება, მისი მთავარი ფუნქცია ბურთის მოხსნა, პასების გაცემა და ბლოკის დაყენება იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ლოს ანჯელესელებს არანაირი შანსი არ ჰქონიათ. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა “გოლდენ სტეიტის” მსროლელის კლეი ტომპსონი ანგარიშზეა, დურატმა 21 ქულა ჩააგდო.

“გოლდენ სტეიტი” მორიგ შეხვედრას 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:30 საათზე, საკუთარ დარბაზში “საკრამენტოსთან” გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები