აზარი:
Aa
Aa

აზარი: "კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი მქონდა"

ედენ აზარმა 2019-2020 წლების სეზონი შეაფასა. ბელგიელმა თავის სადებიუტო მადრიდულ წელზე ისაუბრა და ზიდანის გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი, რომელმაც გუნდი ტრიუმფამდე მიიყვანა.

„ლა ლიგის ტიტული მთელმა გუნდმა მოიგო, თუმცა პირადად მე, ინდივიდუალური თვალსაზრისით კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი მქონდა. ჩემი სადებიუტო სეზონი ცუდი გამოდგა.

ჩვენ ვიცნობდით ზიდანს როგორც მოთამაშეს, ის საუკეთესო იყო. მისი სამწვრთნელო კარიერის შეფასება კი არც გვჭირდება. მხოლოდ რამდენიმე წელში დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ისეთივე მწვრთნელია, როგორიც მოთამაშე იყო. იგი უბრალო ადამიანია, რომელმაც იცის საჭირო დროს რა უნდა ილაპარაკოს. ზიზუ მის მოთამაშეებს ენდობა და ისინიც ენდობიან მას. სწორედ ამიტომ მუშაობს ეს ყველაფერი.

სეზონი უკვე კარგი გამოვიდა, თუმცა ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავაღწევთ. როცა „რეალში“ თამაშობ, ყველა ტურნირის მოგება გინდა. მომდევნო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოვიპოვოთ, თუმცა ეს რთული იქნება, რადგან „სიტისთან“ სტუმრად ვთამაშობთ და ეს ძალიან კარგი გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მანჩესტერს 7 აგვისტოს ეწვევა. „ქალაქელებმა“ პირველი მატჩი 2:1 მოიგეს. ზიდანის გუნდის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად სერხიო რამოსის არყოფნა ამძიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები