არსენალმა და ბარსელონამ, შესაძლოა გაცვლა განახორციელონ
Aa
Aa

არსენალმა და ბარსელონამ, შესაძლოა გაცვლა განახორციელონ

„ბარსელონა“ სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოთამაშეების გაყიდვაზე მუშაობს, რომ საჭირო ტრანსფერებისთვის ფინანსურად მზად იყოს.

Daily Mail-ის ცნობით, შესაძლოა ლონდონის „არსენალსა“ და „ბარსელონას“ შორის მალე გაცვლა შედგეს. კერძოდ, „მეთოფეები“ კატალონიელებს 21 წლის მატეო გენდუზის დაუთმობენ, სანაცვლოდ კი 28 წლის ფელიპე კოუტინიოს მიიღებენ.

წყარო წერს, რომ გენდუზის მიკელ არტეტასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. თინეიჯერი ფრანგი შუახაზელი გასახდელში შესაბამისად არ იქცევა და მისი არაპროფესიონალიზმი „არსენალის“ შიდა სამზარეულოში ცუდ გარემოს ქმნის.

არტეტა გენდუზის აღარ იყენებს და მის გაშვებაზე თანახმაა. ამავდროულად, ესპანელ სპეციალისტს კოუტინიოს მიმართ სიმპათიები აქვს და ბრაზილიელის დამატებას განიხილავს.

სხვა საქმეა, რამდენად აწყობს „ბარსელონას“ 145 მილიონად ნაყიდი კოუტინიოს გენდუზიში გაცვლა. შესაძლოა ლონდონელებს თანხის დამატება მოუწიოთ.

ახალი სეზონიდან სავარაუდოდ, „კამპ ნოუს“ რაკიტიჩი, ან ვიდალი დატოვებს, სანაცვლოდ კი კლუბს შუახაზელის დამატება დასჭირდება, რომელიც შესაძლოა გენდუზი იყოს.

ამ მომენტისთვის ფინანსური დეტალები უცნობია. ისე კი, გაცვლის ალბათობა საკმაოდ დიდია. კოუტინიო პრემიერლიგაში დასაბრუნებლად ემზადება და ჯერჯერობით, „არსენალი“ მისით ყველაზე მეტად ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები