Aa Aa
19 ივლისი 2020  |  04:06

ბრწყინვალე გამარჯვება - დოლიძემ რუსი მეტოქე გაანადგურა

რომან დოლიძემ UFC-ში ხმაურიანად შეაბიჯა! ჩვენებურმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ბრწყინვალე სტილში დაამარცხა.

შერკინების სტარტზე მებრძოლები ერთმანეთის სუსტ წერტილებს ეძებდნენ და აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა მცირე ინიციატივა მაინც დოლიძის ხელში იყო და მეტოქეს ფეხებით უტევდა. იმავე დარტყმის გამოყენება იბრაგიმოვმაც სცადა, მაგრამ ფეხი თავად იტკინა, რასაც ქართველი მებრძოლის ღიმილი მოჰყვა.

გამარჯვებულის ბედი პირველი რაუნდის ბოლოს გაირკვა. გონგამდე 50 წამით ადრე, დოლიძემ ბრწყინვალე დარტყმა განახორციელა. რომანმა იბრაგიმოვს მუხლი სახეში მოარტყა, ოქტაგონზე დააგდო, საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და ტექნიკური ნოკაუტი გაიფორმა.

ბრძოლის შემდეგ, დოლიძე ღონისძიების წამყვანებს ესაუბრა და განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ. ის კარგი და ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ არ მიყვარს, როცა ვიღაც ისე მიყურებს, როგორც მან გუშინ შემომხედა (აწონვის შემდეგ მომხდარ გაწევ-გამოწევას გულისხმობს). ეს მისი მხრიდან უდიდესი შეცდომა იყო.

მე მხოლოდ ოქტაგონზე გასვლა და ჩხუბი მინდა, სხვა არაფერი. მზად ვარ, პრობლემები არ მაქვს და თუ საჭიროა, ხვალვე ვიჩხუბებ. ამასთან ერთად, გპირდებით, რომ ჩემს ინგლისურსაც გავაუმჯობესებ“.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძეს კარიერაში უკვე 7-დან 7 გამარჯვება აქვს და UFC-ში სადებიუტო მოგებაც გაიფორმა!

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში