ოპერაცია საჭიროა - იუვენტუსი დე ლიხტს რამდენიმე თვით კარგავს
Aa
Aa

ოპერაცია საჭიროა - იუვენტუსი დე ლიხტს რამდენიმე თვით კარგავს

ტურინის „იუვენტუსს“ ამჟამად არც ისე კარგი დრო უდგას. „ბებერი ქალბატონი“ სერია ა-ში მიჯრით 3 ტურია ვერ იგებს და რაც მთავარია, მაურიციო სარის გუნდმა პრინციპულ მეტოქეებთან საკმაოდ არადამაჯერებელი თამაში აჩვენა, თუმცა როგორც football italia წერს, მათი მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

იტალიური გამოცემის ცნობით, მატიის დე ლიხტს მხრის ოპერაცია სჭირდება. ნიდერლანდელმა მცველმა პირველ წრეში „ატალანტასთან“ თამაშისას მხარი ამოიგდო, იმის შემდეგ ფეხბურთელს ტკივილი ქრონიკულად აწუხებდა და ამჯერად საუბარი ოპერაციამდე მივიდა.

თუ, დე ლიხტს ოპერაცია გაუკეთდება, იგი სეზონს ნაადრევად დაასრულებს და მოედანზე გასვლას შემოდგომამდე ვერ შეძლებს.

Football Italia წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებში უნდა ჩაუტარდეს. ნიდერლანდელი ჩინებულ ფორმაშია და სარის მისი გამოკლება პრობლემებს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯო კიელინი დაბრუნდა და გუნდს ასევე ლეონარდო ბონუჩიც ჰყავს, ამ მომენტისთვის დე ლიხტის მსგავს ფორმაში არცერთი მათგანი არ იმყოფება.

შეგახსეებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონთან“ სტუმრად 0:1 აქვს წაგებული და შინ რთული მატჩი ელის, რომლის მოგების შემთხვევაშიც მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“, ან მადრიდის „რეალი“ ელის.

P.S. 20 ივლისს "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ამ რთულ მატჩში მაურიციო სარის დე ლიხტი, კიელინი და ბონუჩი არ ეყოლება. მოცემული მომენტისთვის ყველა მათგანს ტრავმა აქვს და ცენტრალური მცველებიდან ჯანმრთელი მხოლოდ რუგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები