ფლორენტინო პერესმა ძვირადღირებული ტრანსფერები გამორიცხა
Aa
Aa

ფლორენტინო პერესმა ძვირადღირებული ტრანსფერები გამორიცხა

კორონავირუსის გამო კლუბები ფინანსურ კრიზისს განიცდიან და მიმდინარე ზაფხულს ძვირადღირებული ტრანსფერების ნაკლებობა იქნება.

ერთ-ერთი პირველი ვინც მეგატრანსფერების გაჩარხვა გამორიცხა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.

Onda Cero-ს ცნობით, დონ ფლორენტინო აცხადებს, რომ მისი კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია, ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირეს და ამ ყველაფრის ფონზე ძვირადღირებულ შენაძენებს ქომაგები არ უნდა ელოდონ.

ტრანსფერები იქნება, თუმცა „რეალის“ გულშემატკივრები კილიან მბაპეს ამ ზაფხულში თეთრ მაისურში ვერ იხილავენ.

კლუბს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც 200 მილიონამდე გამომუშავებს შეძლებენ, სანაცვლოდ კი 5 ფეხბურთლის გაყიდვა არის საჭირო. Marca-ს ცნობით, გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი წამსვლელთა სიას ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა ლა ლიგის 37-ე ტურში ჩემპიონობა გაიფორმა და ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში ოცდამეთოთხმეტედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები