ლაკაზეტი სერი ა-ში? იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკება დაიწყო
Aa
Aa

ლაკაზეტი სერი ა-ში? იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკება დაიწყო

ფრანგული მედიის ცნობით ტურინის ''იუვენტუსმა'' ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე ლონდონის ''არსენალთან'' და ფეხბურთელის წარმომადგენელთან მოლაპარაკება დაიწყო. ტურინული გუნდისთვის 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის გადაბირება ადვილი არ იქნება, მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ჩრდილოლონდონური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ფრანგული le10sport-ის ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა ინფორმაცია სავარაუდო სატრანსფერო თანხაზე არ ვრცელდება.

იტალიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ რონალდუს, დიბალას, იგუაინისა და ლაკაზეტის სახით სრულყოფილ შეტევის ხაზს შექმნიან.

გასულ თვეებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ლაკაზეტის მადრიდის ''ატლეტიკოში'' შესაძლო გადასვლის შესახებ.

ლონდონის ''არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ფრანგი ფორვარდის შესახებ დადებითად ისაუბრა. ესპანელს ლაკაზეტისთან მუშაობის გაგრძელების დიდი სურვილი აქვს.

19 წლის ლაკაზეტი 2017 წლიდან ''მეთოფეა''. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. გასულ ორ ტურში ''ტოტენჰემსა'' და ''ლივერპულს'' გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები