მან. იუნაიტედი 17 წლის ტალანტს იმატებს, რომელმაც რეალს უარით უპასუხა
Aa
Aa

მან. იუნაიტედი 17 წლის ტალანტს იმატებს, რომელმაც რეალს უარით უპასუხა

17 წლის ესპანელი მარცხენა მცველი ალვარო ფერნანდესი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლასთან ახლოსაა. მას მადრიდის ''რეალთან'' კონტრაქტი გასული თვის მიწურულს დაუსრულდა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა.

ინგლისური გრანდი პერსპექტიულ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

სულშერს გუნდში ამ პოზიციის ორი მოთამაშე ჰყავს, 25 წლის ლუკ შოუ და ბრენდონ ვილიამსი, რომელიც სექტემბერში 20 წლის გახდება.

ალვარო ფერნანდესს პირველ გუნდში თამაშის ამბიცია აქვს, თუმცა თავდაპირველად ასაკობრივ გუნდში იასპარეზებს და მისი პროგრესიდან გამომდინარე ძირითად გუნდში თამაშის შანსს მიიღებს. მისი იდეალი მარსელოა და თამაშის სტილით ბრაზილიელს ძალიან ჰგავს.

როგორც ბრიტანულ მედიაში ვკითხულობთ ალვარო ფერნანდესი ტექნიკური უნარებით გამოირჩევა და ერთი-ერთზე მასთან გამკლავება რთულია. მისი პროგრესის შემთხვევაში ნორვეგიელ სპეციალისტს მარცხენა მცველის პოზიციაზე დიდი არჩევანი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები