Aa
Aa

ტორესი სანეს შემცვლელად - სიტი ვალენსიას ფეხბურთელს შეუთანხმდა

Eurosport-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ „ვალენსიას“ 20 წლის შემტევ ფერან ტორესთან კონტრაქტის პირად დეტალებზე მოილაპარაკა.

როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელმა „ქალაქელთა“ რიგებში გადასვლაზე თანხმობა მის აგენტსა და „სიტის“ წარმომადგენელთა შორის ოთხშაბათს გამართული შეხვედრის დროს გამოაცხადა.

ჯერი ახლა უკვე კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ფერანს „ღამურებთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს და, წესით, მესტალიელებს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უნდა მოუწიოთ.

პეპ გუარდიოლა ლეროი სანეს შემცვლელად სწორედ ტორესს მოიაზრებს. ფეხბურთელი „ვალენსიას“ ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში კი 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები