ბიორნ ბორგსა და ჯონ მაკინროიზე ფილმს გადაიღებენ
Aa
Aa

ბიორნ ბორგსა და ჯონ მაკინროიზე ფილმს გადაიღებენ

დანიელი რეჟისორი იანუს მეტც პედერსენი, ორი დიადი ჩოგბურთელის, ბიორნ ბორგისა და ჯონ მაკინროის დაპირისპირებაზე, ფილმს გადაიღებს.

კერძოდ, ფილმი მოგვითხრობს 1980 წლის უიმბლდონის ფინალზე. ასევე, ნაჩვენები იქნება მათი მეტოქეობა კორტის მიღმა. ბორგის როლს შეასრულებს შვედი მსახიობი სვერირ გუდნარსონი, მაკინროის როლს - შაია ლაბაფი.

"ეს არის ისტორია ორ ადამიანზე, რომლებიც სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ერთმანეთისგან, მაგრამ იმაზე მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ გვგონია", - ამბობს იანუს პედერსენი.

"ფილმის წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მინდა ის მაკინროის ვუჩვენო. იმედია, ჯონი სხვებზე ადრე ნახავს სურათს". - აცხადებს შაია ლაბაფი

ამ ეტაპზე, ფილმის გადაღებები შვედეთში მიმდინარეობს, ხოლო ის ეკრანებზე 2017 წლის შემოდგომაზე გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები