გუარდიოლას რეკორდი - „სიტის“ თავკაცმა მოურინიოს მიღწევა გააუმჯობესა
Aa
Aa

გუარდიოლას რეკორდი - „სიტის“ თავკაცმა მოურინიოს მიღწევა გააუმჯობესა

პეპ გუარდიოლა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. „ბორნმუთთან“ შეხვედრა, რომელიც „სიტიმ“ 2-1 მოიგო, კატალონიელი სპეციალისტისთვის პრემიერ ლიგაში 150-ე გახლდათ.„ქალაქელებმა“ „ალუბლები“ 2-1 დაამარცხეს და გუარდიოლამ 150-ე შეხვედრაში 111-ე გამარჯვება მიითვალა, რაც პრემიერ ლიგის რეკორდია.

„სიტის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიოს მიღწევა გააუმჯობესა. პორტუგალიელ სპეციალისტს საწყის 150 მატჩში 105 მოგება ჰქონდა. „მოუს“ შემდეგ საუკეთესო შედეგი იურგენ კლოპს აქვს - 92 მოგება. ფერგიუსონის ანგარიშზე 90 გამარჯვებაა, ხოლო დალგლიშმა წარმატებას 85 მატჩში მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ მეტოქე დავიდ სილვასა და გაბრიელ ჟეზუშის გოლების წყალობით დაამარცხა. „ქალაქელებს“ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 75 ქულა აქვთ და მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს, „უოტფორდის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები