ბაიერნი დანებდა - ჰავერცისთვის ბრძოლაში ჩელსი მთავარი ფავორიტია
Aa
Aa

ბაიერნი დანებდა - ჰავერცისთვის ბრძოლაში ჩელსი მთავარი ფავორიტია

ლონდონის „ჩელსის“ „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა შემტევის, კაი ჰავერცის გადაბირების შანსები გაეზარდა. Bild-ის ინფორმაციით, „არისტოკრატების“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, „ბაიერნი“ 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

„რეკორდმაისტერის“ მესვეურები თვლიან, რომ ჰავერცის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი საკმაოდ დიდი თანხაა და სანეს გადაბირების შემდეგ, ჰავერცის პოზიციაზე უფრო იაფ ვარიანტს ეძებენ. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ვითარება არც ტიაგო ალკანტარას გაყიდვის შემთხვევაში შეიცვლება, რომლის შეძენაც „ლივერპულს“ სურს.

როგორც მოგეხსენებათ, გერმანელმა შემტევმა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას გეგმავს.

ჰავერცის გადასაბირებლად „ჩელსი“ აქტიურად მუშაობს და ბრიტანული პრესის ინფორმაციით, საქმეში ანტონიო რუდიგერიც ჩაერთო, რომელსაც „ლევერკუზენის“ 21 წლის შემტევთან ხშირი კონტაქტი აქვს და აქტიურად ცდილობს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე დაიყოლიოს.

ცნობისთვის, ჰავერცმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და აქტივში 12 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები