ინტერი მარსიალის სანაცვლოდ მოლაპარაკებებში შკრინიარს რთავს
Aa
Aa
15 ივლისი 2020  |  14:43

ინტერი მარსიალის სანაცვლოდ მოლაპარაკებებში შკრინიარს რთავს

Calcio Mercato-ს ცნობით, „ინტერი“ მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და მათ მილან შკრინიარი დაუთმოს, თუ „მანკუნიანელები“ ტრანსფერში ენტონი მარსიალს ჩართავენ.

როგორც ცნობილია, „წითელ ეშმაკებს“ დაცვის ცენტრის გაძლიერება სურთ და შკრინიარის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ. თავის მხრივ, „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც მიმდინარე ზაფხულს „ბარსელონაში“ მიდის.

ამ მომენტისთვის მარსიალი 60 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, თუმცა „ინტერი“ იმედოვნებს, რომ „იუნაიტედი“ ფასს დააკლებს, რადგან ისინი მოლაპარაკებებში შკრინიარს ჩართავენ, რომელიც ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 48 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ანტონიო კონტე თვლის, რომ მის 3-5-2 სქემაში მარსიალი თავდასხმაში ლუკაკუს იდეალური მეწყვილე იქნებოდა, თუმცა რთული სათქმელია რამდენად დათმობს ოლე გუნარ სულშერი მის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მარსიალს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები