Aa
Aa

Telegraph - ზაფხულში მანჩესტერი შესაძლოა 6-მა ფეხბურთელმა დატოვოს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Telegraph „მანჩესტერის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და აცხადებს, რომ ამ ზაფხულს „ოლდ ტრაფორდი“ შესაძლოა, 6-მა ფეხბურთელმა დატოვოს.

„წითელ ეშმაკებს“ შემადგენლობის გაძლიერება და ხმაურიანი ტრანსფერებისთვის საჭირო თანხის შეგროვება სურთ. მიზნის მისაღწევად კი, მზად არიან ალექსის სანჩესს, ფილ ჯონსს, ჯესი ლინგარდს, კრის სმოლინგს, მარკოს როხოსა და დიეგო დალოტს შეელიონ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, შესაფერისი შეთავაზების შემთხვევაში, „იუნაიტედი“ თანახმაა ზემოთ ხსენებული ექვსეულიდან ნებისმიერი გაუშვას. მიღებულ თანხას კი, ორი ან სამი ტრანსფერის გასაჩარხად გამოიყენებს.

„მანკუნიანელთა“ ნომერ პირველი სამიზნე ჯეიდონ სანჩოა, რომლის სანაცვლოდაც „დორტმუნდი“ 120 მილიონ ევროს ითხოვს. სანჩოსთან ერთად, ოლე გუნარ სულშერს ცენტრალური მცველისა და თუ შესაძლებელი იქნება, თავდამსხმელის დამატება სურს.

„ნისლიან ალბიონზე“ წერენ, რომ „წითელ ეშმაკები“ უკანა ხაზის გაძლიერება კალიდუ კულიბალის ტრანსფერით გეგმავენ, ცენტრფორვარდის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები