ლებრონ ჯეიმსის მიზანი - მაიკლ ჯორდანის სიმაღლეზე
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსის მიზანი - მაიკლ ჯორდანის სიმაღლეზე

"კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ღიად განაცხადა, რომ თავის პირად მიზნად ისახავს - მაიკლ ჯორდანის სიდიადესთან გატოლებას.

"ეს ჩემი პირადი მიზანია. უბრალოდ, ამის შესახებ არ ვლაპარაკობდი. მიზანი არის - გავხდე უფრო დიადი. ვფიქრობ, ასეთ მიზანს ყველა ისახავს. თუ რომელიმე კომპანიაში მუშაობ, ნებისმიერ ადგილას, მაშინ ყოველთვის საუკეთესოებს უნდა ედრებოდე.

ასე რომ, ჩემი პირადი მიზანი ყოველთვის იყო - გამომეყენებინა მოტივაცია, რომელიც მან გადმომცა, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მიმეღწია იმ სიმაღლემდე, სადაც ის იმყოფებოდა. არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ჯეიმსმა Associated Press-თან კომენტარში.

***
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი "კლივლენდ კავალიერზი" გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებას აპირებს. როგორც რესურსი Cleveland.com იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა სათადარიგო პლეიმეიკერს ეძებს.

როგორც ირკვევა, "კლივლენდის" მენეჯერი დევიდ გრიფინი შეეხმიანა თავისუფალ აგენტებს - მარიო ჩელმერსსა და ნორის კოულს, რომლებიც "კავალიერზის" ლიდერთან ლებრონ ჯეიმსთან ერთად ორჯერ გახდნენ NBA-ის ჩემპიონები "მაიამის" შემადგენლობაში. გრიფინს, აგრეთვე, კავშირი ჰქონდა "ჩიკაგოს" ყოფილ მცველთან კირკ ჰაინრიხთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები