კოშელნიმ თანაგუნდელი მესის შეადარა
Aa
Aa

კოშელნიმ თანაგუნდელი მესის შეადარა

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, ლორან კოშელნიმ, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი შედარება გააკეთა.

მან, სანაკრებო თანაგუნდელი, ნაბილ ფეკირი, თვით ლიონელ მესის შეადარა და RMC Sport-თან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ნაბილს საოცარი ტექნიკური უნარები აქვს. ის ლიონელ მესის ჰგავს და ერთი-ერთზე თამაშისას მასსავით სახიფათოა"! - განაცხადა კოშელნიმ. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეკირი "ლიონის" რიგებში თამაშობს, ხოლო 2015 წლიდან საფრანგეთის ნაკრების წევრიცაა.

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები