სკანდალი „ლოს ანჯელეს კინგზში“
Aa
Aa

სკანდალი „ლოს ანჯელეს კინგზში“

"ლოს ანჯელეს კინგზის" ჰოკეისტი ჯარეტ სტოლი ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვაშია ეჭვმიტანილი. კანადელი მოთამაშე ლას ვეგასში დააპატიმრეს და მოგვიანებით, 5 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

პოლიციას ეჭვი აქვს, რომ სტოლი კოკაინსა და სხვა ნარკოტიკებს ლას ვეგასში, MGM Grand Hotel-ის ტერიტორიაზე ინახავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ლოს ანჯელესის" ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ნევადას პოლიციის ანგარიშიდან შევიტყვეთ ჯარედ სტოლთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია შეწუხებულია მომხდარით და შიდა გამოძიებას იწყებს. იქამდე, სანამ მონაცემების შეგროვებით ვიქნებით დაკავებულნი, კომენტარს არ გავავრცელებთ".

სტოლი "ლოს ანჯელესში" 2008 წლიდან თამაშობს.

 

"კინგზის" რიგებში მან ორჯერ მოიგო სტენლის თასი. პირველი ივლისიდან ჰოკეისტი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

ცხელი ამბები