Aa Aa
10 ივლისი 2020  |  22:01

„მჯერა, თოკო ქართულ დროშას ბევრჯერ ააფრიალებს" - ანანიძე შენგელიას ტრანსფერზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა. 27 წლის მოთამაშემ, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ გაატარა, თოკოს მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა.

„მინდა, გულწრფელი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადო თორნიკე შენგელიას, რომლის მიერ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას საკმაოდ არასასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა. წლების განმავლობაში ვთამაშობდი მოსკოვის სპარტაკში, რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და გარდა ტიტულების მოპოვებისა, ჩემი მთავარი ამოცანა იყო ქართული დროშის აფრიალება და ასეც ხდებოდა ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლეოდა.

დარწმუნებული ვარ, ასე, არაერთხელ იქნება თორნიკეს შემთხვევაშიც. ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, თორნიკე შენგელია იყო, არის და იქნება მისაბაძი, სამაგალითო, პროფესიონალი სპორტსმენი და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი.

ამიტომ, თორნიკეს ვულოცავ ესპანეთის ჩემპიონობას და მისი ახალი გუნდის შემადგენლობაში, მოსკოვის ცსკა-ში, სადაც აუცილებლად ლიდერი და გამორჩეული ფიგურა იქნება, ვუსურვებ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალი ტიტულებს“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. მოსკოველთა ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები