სერია B-ს კლუბის,
Aa
Aa

სერია B-ს კლუბის, "ტრაპანის" გულშემატკივრებმა, მწვრთნელს მანქანა აუფეთქეს

ცუდი ამბავი დაატყდა თავს იტალიური "ტრაპანის" საკმაოდ ცნობად თავკაცს, სერსე კოსმის, რომელსაც გუშინ საღამოს, საკუთარ სახლთან, კლუბის გულშემატკივრებმა, მანქანა აუფეთქეს. 

კოსმის მანქანა, მის პიცოლუნჯოში მდებარე სახლთან იდგა, დილას კი, ის პატრონმა დაზიანებული ნახა, თანაც ავტომობილზე ცეცხლის კვალიც შეინიშნებოდა. 

როგორც აპენინურ პრესაში იწერება, გასულ ტურში "ჩიტადელასთან" წაგების შემდეგ, კოსმის "ტრაპანის" ტიფოზები აუმხედრდნენ და სპეციალისტმა მუქარის წერილებიც მიიღო. 

"ტრაპანის" ქომაგთა გულისწყრომის მიზეზი, მათი საყვარელი კლუბის ცუდი შედეგებია - 7 ტურის შემდეგ, 5 ქულა და გუნდი სერია B-ს სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 21-ე ადგილს იკავებს. 

58 წლის სპეციალისტი, იტალიის მასშტაბით, საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მას სხვადასხვა დროს "ჯენოაში", "უდინეზეში", "ბრეშაში", "ლივორნოში", "პალერმოში", "ლეჩეში", "სიენასა" და "პესკარაში" უმუშავია. 

 

 

მომზადებულია gazzetta.it-მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები