Aa
Aa

Yahoo Sports - იოკიჩი დენვერს უახლოეს პერიოდში შეუერთდება

Yahoo Sports-ის ინსაიდერის, კრის ჰეინსის ინფორმაციით, „დენვერ ნაგეთსის“ ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი ორლანდოში მყოფ თანაგუნდელებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

25 წლის კალათბურთელს ივნისში Covid-19 დაუდგინდა. „ჯოკერმა“ ვირუსი დაამარცხა და ტესტზე ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ, უოლტ დისნეის მსოფლიო დასვენების ცენტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიიღო.

კვირის დასაწყისში იოკიჩს მგზავრობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა და დენვერში დროულად ჩასვლა და ორლანდოში გუნდთან ერთად გამგზავრება სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა. ჰეინსის ცნობით, ამჟამად ყველა პრობლემა მოგვარებულია და „ჯოკერი“ თანაგუნდელებს მომდევნო დღეებში შეუერთდება.

25 წლის სერბი „დენვერის“ უდავო ლიდერია და სეზონის შეწყვეტამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მიმდინარე რეგულარულში იოკიჩმა „ნაგეთსის“ მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 20.2 ქულას, 10.2 მოხსნასა და 6.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები