Aa
Aa

3-წლიანი კონტრაქტი! - ცსკა-მ შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა!

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. რუსული კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თოკომ ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

თოკოს მის გუნდში გადასვლას "დიდი ტრანსფერი" უწოდა მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა, დიმიტრიოს იტოუდისმა: 

"ვფიქრობ, ჩვენ დიდი ტრანსფერი გავჩარხეთ, ასე რომ, კლუბსა და მის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ. ასევე ვულოცავ თოკოს, რადგან ცსკა-ში გადმოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა. მივესალმები ჩვენს გუნდში და ვიცი, რომ მისი გვარის ცსკა-ს რუსტერში ხილვით ფანები ბედნიერები არიან". 

შენგელია სხვადასხვა დროს "ვალენსიას", "შარლერუას", "ბრუკლინ ნეთსისა" და "ჩიკაგო ბულსის" ღირსებას იცავდა, 2014 წლიდან კი ესპანური "ბასკონიას" კალათბურთელი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები