El Mundo Deportivo: რაკიტიჩი
Aa
Aa

El Mundo Deportivo: რაკიტიჩი "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო...

საინტერესო ამბავს ავრცელებს ესპანური სპორტული გამოცემა, El Mundo Deportivo, რომლის თქმითაც, "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, 2014 წლის ზაფხულში, "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. 

წყაროს მტკიცებით, მადრიდელებს, კატალონიელებთან შედარებით, გაცილებით მომგებიანი პოზიცია ჰქონდათ და ფეხბურთელის ხელში ჩაგდებასთანაც, ერთ ნაბიჯში იყვნენ. ტრანსფერში დიდ როლს რაკიტიჩის თანამემამულე, ლუკა მოდრიჩი თამაშობდა. 

როგორც ირკვევა, როცა რაკიტიჩმა "ბარსას" წინადადება მიიღო, ბევრი არ უფიქრია და "რეალის" ინტერესიც არაფრად ჩააგდო. 

28 წლის ნახევარმცველი "ბარსას" ღირსებას, სწორედ 2014 წლიდან იცავს და მისი მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში, 14 გოლი აქვს გატანილი.

მომზადებულია mundodeportivo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები