ემრე ისტორიაში შევიდა: უნიკალური მიღწევა - გოლი 4 დეკადაში
Aa
Aa

ემრე ისტორიაში შევიდა: უნიკალური მიღწევა - გოლი 4 დეკადაში

ლეგენდარული თურქი ფეხბურთელი ემრე ბელოზოღლუ უნიკალური მირწევის ავტორი გახდა. „ფენერბახჩეს“ 39 წლის ნახევარმცველმა სუპერ ლიგის 31-ე ტურში „გენჩლერბირლიგის“ წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო და თავისი სახელი ისტორიაში ჩაწერა.

ემრე გახდა მოთამაშე, რომელმაც გოლის გატანა 4 დეკადაში შეძლო - 1990, 2000, 2010 და 2020 წლებში.


ემრეს მიღწევას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა გვერდმა ბელოზოღლუ Netflix-ის ცნობილი სერიალის Dark-ის პერსონაჟის მსგავსად გამოიყვანა და დააწერა - „კაცი, რომელმაც დრო დაამარცხა“.

ბელოზოღლუმ პროფესიონალური კარიერა 1996 წელს „გალათასარაის“ რიგებში დაიწყო და იქ 2001 წლამდე დარჩა, შემდეგ იყო „ინტერი“, „ნიუკასლი“, „ფეერბახჩე“, მადრიდის „ატლეტიკო“, ისევ „ფენერი“, „ისთანბულ ბაშაქშეჰირი“ და 2019 წლიდან დღემდე კვლავ „ფენერი“.

„ფენერბახჩეს“ რიგებში ემრემ ჯამში 224 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 32 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა. თურქეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 101 შეხვედრაში 9 გოლია.

ბევრს დღესაც გონია, რომ ემრემ კარიერა დაასრულა, თუმცა 39 წლის შუახაზელი თურქეთის პრემიერლიგაში ასპარეზობას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები