აზარი ტკივილს კვლავ გრძნობს
Aa
Aa

აზარი ტკივილს კვლავ გრძნობს

ედენ აზარმა „ესპანიოლთან“ გამართულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. ბელგიელის მოედანზე დაბრუნებას ყოველ ტურში ელიან, თუმცა როგორც ირკვევა მას ტკივილი კვლავ აწუხებს.

მადრიდული AS-ი წერს, რომ აზარს ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს, საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება, რომელიც რეალურია.

10 ივლისს (00:00) „ალავესთან“ გასამართ მატჩს ბელგიელი დიდი ალბათობით გამოტოვებს, თუმცა მედშტაბმა არ იცის, თუ როდის მოხდება მისი მინდორზე დაბრუნება.

წყაროს ცნობით, „რეალის“ შვიდიანს ოფიციალური სამედიცინო ტესტი ჯერაც არ გაუვლია. ექიმები მას აღდგენით ვარჯიშებს ასრულებინებენ, რომ ფეხბურთელმა ტკვილი ამ მხრივ მოიშუშოს.

ზიდანის გუნდს ლა ლიგაში 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. „ალავესი“, „გრანადა“, „ვილიარეალი“ და „ლეგანესი“ - აქედან სამის მოგების შემთხვევაში „ლოს ბლანკოსი“ ლა ლიგის ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები