ჰავერცმა ლევერკუზენს აცნობა, რომ გუნდიდან მიდის
Aa
Aa

ჰავერცმა ლევერკუზენს აცნობა, რომ გუნდიდან მიდის

„ლევერკუზენის“ 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა კაი ჰავერცმა კლუბს აცნობა, რომ ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება სურს.

ამ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს, რომლის თანახმადაც ჰავერცი „ფარმაცევტებს“ უდიდესი ალბათობით დატოვებს.

The Guardian-ის ცნობით, ჰავერცის გადაბირებას ლონდონის „ჩელსი“ შეეცდება, რომელიც მზადაა უნიჭიერესი გერმანელის სანაცვლოდ 70+30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი გაიფორმოს.

კაი ჰავერცის შეძენით „ბაიერნი“ და „რეალიც“ ინტერესდებიან, თუმცა წყაროს ცნობით, „ჩელსი“ ამ მომენტისთვის ფავორიტია. გერმანელი შემტევი ტრანსფერმარკეტზე 81 მილიონ ევროდ არის შეფასებული, „არისტოკრატები“ კი მის სანაცვლოდ 70 მილიონს პირდაპირ გადაიხდიან, ბონუსების სახით კი 30 მილიონს ეტაპობრივად დაამატებენ.

„ჩელსი“ ახალგაზრდულ და საკმაოდ მიმზიდველ გუნდს აშენებს. როგორც მოგეხსენებათ, ფრენკ ლამპარდის მოთხოვნით კლუბმა ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი უკვე გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ჰავერცი „ლევერკუზენის“ სკოლის აღზრდილია. ის, პირველ გუნდში 2016 წლიდან ასპარეზობს. 148 შეხვედრაში მისი მონაგარი 45 გოლი და 31 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები