რიგობერ სონგის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
Aa
Aa

რიგობერ სონგის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

ინგლისური "ლივერპულის" ყოფილი მცველის, კამერუნელი რიგობერ სონგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

40 წლის სონგს კვირას ცერებრალური შეტევა დაემართა, რის შემდეგაც, მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო და მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.

"მდგომარეობა მართლაც საშიში და სახიფათო იყო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ყველაფერი რიგზეა. იგი კომიდან გამოვიდა და ხელოვნური სუნთქვაც საჭირო აღარაა. ტვინში სისხლჩაქცევებია, რომელიც ჩვენ კონტროლს ქვეშაა". - ეს ექიმის სიტყვებია. 

მედიკოსებმა ასევე განმარტეს, რომ დღეს სონგს საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. 

ამ ამბავს სამუელ ეტოო და "ლივერპულში" სონგის თანაგუნდელები, ჯიმი კარაგერი და რობი ფაულერი გამოეხმაურნენ. 

"ჩემო დიდო მეგობარო და ძმაო, მინდა მხნეობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვო". - დაწერა ეტოომ "ტვიტერზე". 

"ჩვენი ფიქრები ახლა მხოლოდ სონგისა და მისი ოჯახისკენაა მიმართული". - ეს კარაგერისა და ფაულერის ერთობლივი განცხადებაა. 

შეგახსენებთ, რომ რიგობერ სონგი წლების მანძილზე კამერუნის ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რომლის რიგებში სარეკორდო რაოდენობის, 137 შეხვედრა ჩაატარა და ეროვნულ გუნდთან ერთად 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ზინედინ ზიდანთან ერთად ის არის ფეხბურთელი, რომელიც ორ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გააძევეს - 1994 წელს ბრაზილიის, ხოლო 1998-ში ჩილეს წინააღმდეგ.

იგი "ბარსელონასა" და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი, ყაზანის "რუბინის" მოთამაშის, ალექს სონგის, ბიძა გახლავთ. 

რიგობერ სონგი "ლივერპულის" ღირსებას 1999-2000 წლების სეზონში იცავდა.

 

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები