გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივი ჩაიბარა
Aa
Aa

გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივი ჩაიბარა

თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, რკინიგზელებს გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის.

„თბილისის „ლოკომოტივს" ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.

გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან" ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას უკვე „ლოკომოტივთან" ერთად შეეცდება“, - წერია „ლოკომოტივის“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელებს აქამდე სოსო ფრუიძე წვრთნიდა, რომელმაც გუნდი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დღეს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები