ბალოტელის დისკვალიფიკაცია მოეხსნა..
Aa
Aa

ბალოტელის დისკვალიფიკაცია მოეხსნა..

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში, "ლორიანთან" მატჩის დროს, მარიო ბალოტელიმ 4 წუთში 2 ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და მოედანი 91-ე წუთზე დატოვა.

დღეს კი, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმსჯელა და ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

"მატჩის მთავარმა არბიტრმა აღიარა, რომ მარიო ბალოტელის მეორე ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად უჩვენა. სწორედ ამიტომ, იტალიელს დისკვალიფიკაცია მოეხსნა და მას "ლიონთან" შეხვედრაში საკუთარი გუნდის დახმარება შეეძლება" - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები