სფფ-ის მორიგი პროექტი: საფეხბურთო ცენტრი ვაკეში
Aa
Aa

სფფ-ის მორიგი პროექტი: საფეხბურთო ცენტრი ვაკეში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. თბილისში, ვაკეში, ჭავჭავძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი მოეწყობა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს:

''ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, გასახდელებით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას.''

ფოტო: სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები