ქართველი მეკარე სომხურ სკანდალთან არანაირ კავშირშია
Aa
Aa

ქართველი მეკარე სომხურ სკანდალთან არანაირ კავშირშია

სომხეთის რანგით მეორე ლიგაში ჩაწყობილი თამაშების გამო ხუთი გუნდი დასაჯეს. ეს გუნდები არიან ''არაგაცი,'' ''ტორპედო,'' ''ერევანი,'' ''მასისი'' და ერევნის ''ლოკომოტივი.'' სომხეთის ფეხბურთის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული კლუბების 58 თანამშრომელი სხვადასხვა სახის დისკვალიფიკაციით დასაჯა, უმრავლესობას ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ თამაშების ჩაწყობაში ერევნის ''ლოკომოტივის'' ქართველი მეკარე თორნიკე ზარქუა არ მონაწილეობდა. ზარქუა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მასთან მიმართებაში აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

ამ თემაზე ინფორმაცია მიმდინარე კვირაში მოგაწოდეთ, თავდაპირველად სკანდალთან დაკავშირებით ბუნდოვანება იყო, თუმცა შემდგომში სომხური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სკანდალში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა და ისინი დასაჯა, თუმცა ქართველი სკანდალთან არანაირ კავშირშია, ის სრულიად პატიოსნად და ღირსეულად ემსახურებოდა საყვარელ პროფესიას, რასაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაც ადასტურებს.

თორნიკე ზარქუას კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევების მთავარი პრეტენდენტი იყო. ქართველი ლეგიონერი სომხურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა და არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ სამ ტურში პენალტის მოგერიება მოახერხა და გუნდის წარმატებულ გამოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება მის კლუბს, ოფიციალური მონაცემებით ერევნის ''ლოკომოტივს'' სომხეთის რანგით მეორე ლიგაში თამაში ორი წლით აუკრძალეს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები გასაჩივრებას გეგმავენ, რადგან მათი აზრით ფედერაციის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, 29 წლის ზარქუა ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-მეკარეს ზუგდიდის ''ბაიაში,'' თბილისის ''დინამოში,'' ''ცხინვალში,'' გორის ''დილაში,'' საჩხერის ''ჩიხურაში,'' მარტვილის ''მერანში,'' ზუგდიდის ''დინამოსა'' და ბოლნისის ''სიონში'' უთამაშია.

ფოტო: ერევნის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები