GOAL: მესი მიდის? ერთადერთი ვისაც წასვლა ემუქრება ბართომეუა
Aa
Aa

GOAL: მესი მიდის? ერთადერთი ვისაც წასვლა ემუქრება ბართომეუა

ბოლო დროს პრესაში გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მესი „ბარსას“ დატოვებას განიხილავს. დასახელდა „მანჩესტერ სიტის“ ვარიანტიც. ეს ევროპულმა გამოცემებმა მალევე აიტაცეს.

დღეს კი Goal-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მესი არსად წასვლას არ აპირებს. მისი უკმაყოფილება კი რეალურია და ის კლუბის მიერ ბოლო დროს გაწეული სამუშაოთი უკმაყოფილოა.

წყარო წერს, რომ ის ერთადერთი, ვისაც კლუბიდან წასვლა ემუქრება პრეზიდენტი ბართომეუა.

"მესიმ თავისი უკმაყოფილების გამოსახატად კლუბთან ახალ კონტრაქტზე გამართული მოლაპარაკებები მიზანმიმართულად შეყწვიტა და ეს, ბართომეუს საწინააღმდეგოდ გააკეთა".

Goal-ის ცნობით , არგენტინელმა უკვე გარკვევით გამოხატა, რომ კლუბის პრეზიდენტს არ ემხრობა და მათი მუშაობით უკმაყოფილოა. ამჯერად, ჯერი ბართომეუზეა.

დღეს, კი გავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ჩავიმ „ალ საადთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და ის გუნდს 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის მწვრთნელი კიდევ ერთი სეზონით ვიქნები“, - დაწერა ჩავიმ.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ბოლო დროს პრესაში არსებული ცნობა, თითქოს „ბარსელონამ“ ჩავისთან შეთანხმებას მიაღწია და სექტემბრიდან ის გუნდს ჩაიბარებდა, რეალობას არ შეესაბამება.

ამ მომენტისთვის ყველაფერი წინ არის და „ბარსას“ ხელმძღვანელობას სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოუწევს, რომ ამჟამინდელი ვითარება დაარეგულიროს, რომელმაც შესაძლოა კლუბში მათი მუშაობა შეიწიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები