Aa
Aa

"რატომაც არა", - ფლიკის აზრით ლევანდოვსკი ოქროს ბურთს იმსახურებს

2019-2020 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფეხბურთს აჩვენებს. პოლონელი კარიერაში შესაძლოა საუკეთესო ფორმაშიც იმყოფება.

პანდემიის შედეგად წლევანდელი სეზონი შეიცვალა და გაჩნდა კითხვები, თუ ვის და როგორ შეიძლება გადაეცეს ოქროს ბურთი? ნომინანტთა შორის 2 მთავარ ფავორიტად ამჯერად რონალდუ და მესი აღარ არიან. ბუკმეიკერები პირველ ორ კანდიდატად რობერტ ლევანდოვსკისა და კევინ დე ბრუინს ასახელებენ, რადგან „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ მათი ლიდერობით ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან.

გერმანიის თასის ფინალში „ლევერკუზენთან“ გამარჯვების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა ჰანს დიტერ ფლიკმა ლევანდოვსკისთვის ოქროს ბურთის შესაძლო გადაცემის შესახებ ისაუბრა:

51 გოლი ეს უკვე სერიოზული შედეგია. მან ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 34 გოლი გაიტანა. ახლა უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, შეუძლია თუ არა ბუნდესლიგის მოთამაშეს ოქროს ბურთი მოგება? რატომაც არა.

მან, თავისი შედეგებით მიმდინარე სეზონში ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა. ლევანდოვსკის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.

პოლონელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბუნდსელიგაში 34 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მისი მონაგარი 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ამ მომენტისთვის ოქროს ბურთის სამეული ასე გამოიყურება: ლევანდოვსკი, დე ბრუინი, რონალდუ. ლეო მესი ჯერჯერობით მხოლოდ მეოთხეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები