1961 წლის შემდეგ პირველად - რონალდუს მორიგი ისტორიული მიღწევა
Aa
Aa

1961 წლის შემდეგ პირველად - რონალდუს მორიგი ისტორიული მიღწევა

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტური ტურინის „იუვენტუსისთვის“ იდეალური გამოდგა. „ბებერმა ქალბატონმა“ დერბიში „ტორინოს“ 4:1 სძლია, მოგვიანებით კი კონკურენტი „ლაციო“ რომში „მილანთან“ 0:3 დამარცხდა და მაურიციო სარის გუნდი უკვე 7 ქულიანი ფორით ლიდერობს, რაც პრაქტიკულად ჩემპიონობას ნიშნავს.

ტურინულ დერბიში კრიშტიანუ რონალდუმ ლამაზი ჯარიმა გაიტანა, რომელიც „იუვეს“ მაისურით პირველი გამოდგა (41 ცდიდან).


ხსენებული ჯარიმა რონალდუსთვის სარეკორდო იყო. კერძოდ, პორტუგალიელი „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია ა-ში ბოლო 59 წლის განმავლობაში ერთ სეზონში 25 გოლის გატანა შეძლო.

ასეთი შედეგიანი სეზონი ბოლოს „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 1961 წელს ლეგენდარულ ომარ სივორის ჰქონდა.

კრიშტიანუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელი თავის საუკეთესო ფორმას უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ელის. ტურინელებმა „ლიონთან“ სტუმრად 0:1 წააგეს და შინ რთული შეხვედრა ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები