თორნიკე შენგელია Eurobasket.com-მა დააფასა
Aa
Aa

თორნიკე შენგელია Eurobasket.com-მა დააფასა

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მისმა "ბასკონიამ", სტუმრად "მონბუსს" 92:76 სძლია, ქართველი ფორვარდის მაჩვენებლები კი, 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. 

შენგელიას გარჯა დაუფასდა. "ბასკონიას" ქართველი ლეგიონერი პირველი ტურის საუკეთესოთა შორის დაასახელეს. Eurobasket.com-მა ტოპ-ათეული შეადგინა, სადაც თოკოს მე-7 ადგილი არგუნა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ შეინ ლარკინს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი გახლდათ.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ სიმბოლურ ათეულში ლარკინიც მოხვდა და მას მე-6 პოზიცია ერგო. პირველი სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ლუკა ზორიჩი ("სევილია") – 22 ქულა, 11 მოხსნა. 2. ანტე ტომიჩი ("ბარსელონა") – 13 ქულა, 11 მოხსნა. 3. ბოსტიან ნახბარი ("სევილია") – 30 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები