კოვტალიუკის დუბლი: გორის დილა დინამოსთან ერთად გალიდერდა
Aa
Aa

კოვტალიუკის დუბლი: გორის დილა დინამოსთან ერთად გალიდერდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში საჩხერის ''ჩიხურა'' ''მიხეილ მესხზე'' გორის ''დილასთან'' 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი გორული კლუბის უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა.

22-ე წუთზე ამოს ნონდის საგოლე პასის შემდეგ ანგარიში მახვილი კუთხიდან კოვტალიუკმა გახსნა. მეორე გოლი ''დილას'' თავდამსხმელმა 38-ე წუთზე სპანდერაშვილის გადაცემის შემდეგ შეაგდო.

2020 წლის სეზონში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა ''დილამ'' 4-დან 2 მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ.''

სატურნირო ცხრილს თბილისის ''დინამო'' და გორის ''დილას'' ლიდერობენ. მათ ანგარიშზე 8-8 ქულაა. რაც შეეხება საჩხერის ''ჩიხურას,'' ვახტანგ თურმანიძის გუნდისთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, იმერული გუნდი 4-დან 3 შეხვედრაში დამარცხდა და 1 მატჩი ფრედ დაასრულა.

მეხუთე ტურში, 11 ივლისს ''დილა'' თბილისის ''მერანს'' უმასპინძლებს, ხოლო 12 ივლისს თბილისის ''დინამო'' სტუმრად ქუთაისის ''ტორპედოს'' დაუპირისპირდება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები