რეალი ლა ლიგის ყველაზე რთულ შეხვედრას შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს
Aa
Aa

რეალი ლა ლიგის ყველაზე რთულ შეხვედრას შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს

ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ბილბაოს“ ესტუმრება და პანდემიის შემდეგ, თავის ყველაზე რთულ მატჩს ჩაატარებს, რომელსაც ზინედინ ზიდანის გუნდი შესაძლოა სერიოზული დანაკლისით შეხვდეს.

ბოლო ვარჯიში ედენ აზარმა და რაფაელ ვარანმა გამოტოვეს. ბელგიელს მცირე დაზიანება აქვს და მინდორზე გასვლისას მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ გამოიყურება, რის გამოც შესაძლოა 5 ივლისს (ჩვენი დროით 16:00) „ბილბაოსთან“ მატჩში მადრიდელთა შვიდიანმა ვერ ითამაშოს.

რაც შეეხება ვარანს, მან დაზიანება „ხეტაფესთან“ მატჩში მიიღო და მოედანი დატოვა. თუ, ფრანგი მომჯობინებას ვერ მოასწრებს, რისი დიდი შანსიც არის, მას ედერ მილიტაო, ან ნაჩო შეცვლის.

„სან მამესზე“ გასამართ მატჩს უდიდესი დატვირთვა აქვს. „ბილბაო“ ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და ზიზუს გუნდთან 3 ქულის მოპოვებას გეგმავს, რაც „ბარსელონას“ საჩემპიონო შანსებს კვლავ რეალურს გახდის. თავად „რეალი“ კი პანდემიის შემდეგ დაუმარცხებელია და კატალონიელებთან 4 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.

ზიდანის გუნდი ბასკეთში პირველ სერიოზულ გამოცდას ჩააბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები