ჯორჯ ფლოიდი და რასიზმი აშშ-ში - ბითაძესა და საბონისს კბილი გაჰკრეს...
Aa
Aa

ჯორჯ ფლოიდი და რასიზმი აშშ-ში - ბითაძესა და საბონისს კბილი გაჰკრეს...

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, დღემდე აქციები მიმდინარეობს. ბოლო თვის მანძილზე ქვეყანა სრულ ქაოსში იყო ჩაძირული. პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებამ და სასტიკმა მკვლელობამ ქუჩებში სიტუაცია უმართავი გახადა, რაც ევროპასაც გადაედო.

ინდიანაპოლისურმა გამოცემა indystar-მა „პეისერსის“ კალათბურთელზე დომანტას საბონისზე სტატია გამოქვეყნა, რომელშიც გოგა ბითაძეც ახსენეს.

ხსენებულ სტატიაში საბონისის კომენტარია გამოქვეყნებული, რომელიც მან ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში რასიზმის პრობლემა არ დგას.

“ამ მხრივ ჩვენთან განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე აშშ-ში. ჩვენ ყველაფრისთვის და ყველასთვის ღია ვართ. ყველას ერთნაირად აღვიქვამთ. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. გვინდა ვისწავლოთ და უბრალოდ მოვისმინოთ. ჩვენ, მათ როგორც ჩვენ ძმებს ისე აღვიქვამთ. ჩვენ ოჯახი ვართ, ერთი გუნდი ვართ“. - ამბობს საბონისი.

სტატიაში ნახსენებია ჯორჯ ფლოიდის თემა და პროტესტი, რომელიც საბონისსა და ბითაძეს უცნაურ სიტუაციაში აყენებს. გამოცემამ ლიეტუველ და ქართველ კალათბურთელს კბილი გაჰკრა და ირიბად გააკრიტიკა:

„მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუველს მამამისის (არვიდას საბონისი) „პორტლენდში“ თამაშის დროს ბავშვობის საკმაოდ დიდი დრო აშშ-ში აქვს გატარებული, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული პროტესტი მას მაინც უცნაურ სიტუაციაში აყენებს.

იგივეს თქმა შეიძლება დებიუტანტ გოგა ბითაძის შესახებ, რომელიც საქართველოდან არის. ამ კალათბურთელთა ქვეყნებში ისეთივე რასობრივი დინამიკა და ისტორია არ ყოფილა, როგორიც აშშ-ში, მაგრამ სასწორზე ხომ კალათბურთზე მეტია...“, - წერს გამოცემა.

რთული სათქმელია, თუ რამ გამოიწვია ეს მსუბუქი კრიტიკა საბონისისა და ბითაძის მიმართ. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ორივე მათგანი გამოეხმაურა, თუმცა NBA-ს სხვა კალათბურთელების მსგავსად, მათ ამ თემის ირგვლივ აქტიურობით თავი არ გამოუდიათ, რაც არც გასაკვირია და მითუმეტეს არც დასაძრახი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები