ლორიას ბრწყინვალე სეივი შესაძლოა სეზონში საუკეთესოდ აღიარონ
Aa
Aa

ლორიას ბრწყინვალე სეივი შესაძლოა სეზონში საუკეთესოდ აღიარონ

კვიპროსის ჩემპიონატის 2019-20 წლების საუკეთესო სეივებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობს. ადგილობრივმა გამოცემამ pasp-მა 11 საუკეთესო სეივი შეარჩია, რომელთა შორის გიორგი ლორიას ბრწყინვალე მოქმედებაც მოხვდა.

''ანორთოსისის'' ქართველმა მეკარემ აელ-თან მატჩის 70-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია. ამ ეტაპზე ლორიას სეივი მეოთხე ადგილზეა, მას ხმათა 8,42 პროცენტი ერგო.

''კრილია სოვეტოვისა'' და ''ანჟის'' ყოფილი მეკარე 2019 წლის ზაფხულიდან ''ანორთოსისის'' ღირსებას იცავს. 2019-20 წლების სეზონში ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2020-21 წლების სეზონში ''ანორთოსისი'' ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიას გარდა თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და ლუკა მიქაია ირიცხებიან.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები