სპეკულაციები არ წყდება -
Aa
Aa

სპეკულაციები არ წყდება - "მესის მანჩესტერ სიტიში გადასვლა რეალურია"

ბოლო დღეებში მესის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ყველაზე მეტად ესპანური Cadena SER-ი აქტიურობს, რომელიც წერდა, რომ არგენტინელი კლუბში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და ის ვერც მომავლის პროექტს ხედავს, რომელიც „ბარსას“ წარმატებას მოუტანს. დღეს კი, არგენტინელმა ჟურნალისტმა კრისტიან მარტინმა მორიგი ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ „ლა პულგას“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სრულიად რეალურია.

„ლეო მესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა რეალურია. ამას ჩემი კატალონიური და ინგლისური წყაროები ადასტურებენ. გარიგების პირობებით ყველა მხარე კმაყოფილი იქნება“, - წერს მარტინი სოციალურ ქსელში.

13 ივლისს „მანჩესტერ სიტის“ ბედი წყდება და უნდა გაირკვეს მოიკვეთება, თუ არა გუნდი 2 წლიანი ვადით ევროთასებიდან. ამ ყველაფრის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ „ქალაქელები“ მესის, ან რომელიმე ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგებიან.

პეპ გუარდიოლას და მანჩესტერულ კლუბსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ გეგმებში მესის შეძენა არასდროს შედიოდა. მიუხედავად ყველაფრისა სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსა“ მალე ჩავისთან შეთანხმებას გაასაჯაროებს და კლუბის ლეგენდას 4.5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, რის შემდეგაც „ბლაუგრანაში“ ახალი პროექტი დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები