კვერკველია ლოკომოტივს ტოვებს და წასვლის სამ ვარიანტს განიხილავს
Aa
Aa

კვერკველია ლოკომოტივს ტოვებს და წასვლის სამ ვარიანტს განიხილავს

Championat.com-ის ცნობით მოსკოვის ''ლოკომოტივი'' სოლომონ კვერკველიას შემცვლელს ეძებს. აღნიშნული წყაროს ცნობით 28 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. მხარეები განიხილავენ გაყიდვის, იჯარისა და ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე უცნობია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

მოსკოვური კლუბი კვერკველიას შემცვლელად ქართველზე რამდენიმე წლით უმცროსი მცველის მიწვევას გეგმავს.

მიმდინარე წელს მოსკოვური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი იური სიომინმა დატოვა, რომელიც სერბმა მარკო ნიკოლიჩმა შეცვალა. ნიკოლიჩის მოსვლის შემდეგ რუსული მედია აქტიურად წერს კვერკველიას გუნდიდან წასვლის შესახებ.

კვერკველია ''რუბინის'' ექს-ფეხბურთელია. 2017 წლიდან ''ლოკომოტივის'' ღირსებას იცავს. გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი (ერთხელ) და თასი (ორჯერ) მოიგო. კვერკველიამ სიომინთან მუშაობის დროს ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა.

მან 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები