საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს
Aa
Aa

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა სპეციალური პროგრამის საშუალებით ვარჯიში განაახლეს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების სპორტული ფორმის შენარჩუნებას და მაქსიმალურ ხელშეწყობას. ფედერაციის მიერ შემუშავებულ პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა.

ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა მოწონებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რომელმაც ვარჯიშების დადგენილი წესით განახლებისთვის წერილობითი თანხმობა გასცა. პროგრამის სპორტულ მხარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, მილოშ გლიგორიევიჩმა ნაკრებების მწვრთნელებთან და მენეჯერებთან ერთად იზრუნა, რომლებმაც რეკომენდაციებისა და რეგულაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ვარჯიშები შეადგინეს.

სპორტკომპლექს "არენაში" ვარჯიშები ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს, 15:00 საათიდან არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და კანდიდატებმა ივარჯიშეს, რომელსაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები