საიდუმლო შეთანხმება პსჟ-სთან - ნეიმარი ბარსელონას უახლოვდება
Aa
Aa

საიდუმლო შეთანხმება პსჟ-სთან - ნეიმარი ბარსელონას უახლოვდება

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ საიდუმლო შეთანხმება აქვს დადებული, რომელიც მას „ბარსელონაში“ დაბრუნებაში დაეხმარება.

გასულ ზაფხულს, როცა „ბლაუგრანა“ „ნეის“ გადაბირებას აქტიურად ცდილობდა, ბრაზილიელი პსჟ-ს მესვეურებს შეუთანხმდა, რომ კლუბში დარჩებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსას“ ინტერესის შემთხვევაში, პარიზული გრანდი მის ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდა.

AS-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიელის წინადადებას დათანხმდა, თუმცა სანაცვლოდ მისგან მიმდინარე სეზონში თავდადება და მაქსიმუმის გაკეთება მოითხოვა. ესპანური გამოცემის მიხედვით, მთავარი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლაზე კეთდება.

AS იტყობინება, რომ თუ „ნეიმ“ მოთხოვნები დააკმაყოფილა და „ბარსელონამ“ მის მიმართ ინტერესი გამოხატა, ტრანსფერს წინ არაფერი დაუდგება. თანაც გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელებს უკვე მიანიშნა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ესპანური გამოცემა ყურადღებას ფინანსურ მხარეზეც ამახვილებს და ნეიმარის სავარაუდო ღირებულებად 170 მილიონ ევროს ასახელებს. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს თანხა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდია და რთული წარმოსადგენია, „ბარსამ" ამხელა ფინანსური რესურსი გაიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები