ხაბიბის მამა გარდაიცვალა - ინფორმაციას კადიროვი ავრცელებს
Aa
Aa

ხაბიბის მამა გარდაიცვალა - ინფორმაციას კადიროვი ავრცელებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვის საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ავრცელებს.

მეგობრებო ძალიან ცუდი ამბავი გავიგე.ეს ქვეყანა აბდულმანალ ნურმაგომედოვმა დატოვა. მთელი ჩეჩნეთის სახელით მის ოჯახს ვუსამძიმრებთ. მან კარგი ადამიანის კვალი დატოვა და მან ქვეყანას კარგი შვილები დაუტოვა. ასეთია ალაჰის ნება. ჩვენ ვილოცებთ მისთის,რომ მისი სული სამოთხეში დამკვიდრდეს. ჩვენ ყველა ალაჰის შვილები ვართ და მასთან დავბრუნდებით აუცილებლად.“- განაცხადა კადიროვმა

შეგახსენებთ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილის ბოლოს გაუარესდა, რის შემდეგაც მოსკოვში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას Covid-19 დაუდასტურდა. საავადმყოფიში ყოფნის დროს მას ასევე ოპერაცია გულზეც გაუკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები