7-გოლიანი სანახაობა სერია ა-ს ბოლო ტურში - მჭედლიძისა და იკარდის დუბლები სან სიროზე
Aa
Aa

7-გოლიანი სანახაობა სერია ა-ს ბოლო ტურში - მჭედლიძისა და იკარდის დუბლები სან სიროზე

2015 წლის 15 მაისს სერია ა-ს სეზონის დასკვნით ტურში რობერტო მანჩინის მილანის ''ინტერმა'' ''სან სიროზე'' მაურიციო სარის გაწვრთნილი ''ემპოლი'' 4:3 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ დუბლი შეასრულა. მარცხის მიუხედავად მჭედლიძის იტალიურ კარიერაში ''ინტერთან'' გამართული შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესოა.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.  მეორე ტაიმში პალასიოსა და იკარდის გოლებით მილანური კლუბი წინ გავიდა. მჭედლიძემ და პუჩარელიმ ანგარიში გაათანაბრეს. შემდეგ ბროზოვიჩმა ''ინტერი'' დააწინაურა, რასაც იკარდის მეორე გოლი მოჰყვა. 88-ე წუთზე პუჩარელის პასის შემდეგ მჭედლიძემ მეორე გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღნიშნულ მატჩში ''ინტერის'' კარს სლოვენიელი სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა.

ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში ''პალერმოსა'' და ''ემპოლის'' რიგებში საერთო ჯამში 75 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო. ასევე, მის ანგარიშზეა 3 საგოლე გადაცემა. 30 წლის ფეხბურთელმა 2019 წელს კარიერა თბილისის ''დინამოს'' დაუკავშირა, თუმცა ახლახანს გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტია.

მის კარიერაში ყველაზე უიღბლო 2017-18 წლების სეზონი გამოვიდა, ქართველ ფეხბურთელს მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები