Aa
Aa

"ყველა კითხვას პასუხი სასწრაფოდ უნდა გაეცეს" - გახარია შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 17-ვე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე აღნიშნული პირების ადვოკატები  მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გირაოს ითხოვდნენ ან მეორე ვარიანტს, რომლის მიხედვით მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების არცერთ ფორმას არ გამოიყენებდა, თუმცა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის 19 წლის წევრი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც წვეულების მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდგომში თბილისი-სენაკი-სელელიძის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.

ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოკვეთის შემდეგ კვალიფიკაციას ძალადობის მუხლი დაემატა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები